„სისტრა ჯგუფი“ გიორგი ვაშაძის განცხადებაზე - თბილისის მერია ზედმიწევნით მიყვება შემუშავებულ რეკომენდაციებს - მივმართავთ ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენს მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ზედმიწევნით და სკურპულოზურად მიყვება „სისტრა ჯგუფის“ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად და იმ 10 ძირითადი დერეფნის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი უწყვეტი არტერია უნდა გახდეს, - ასე ეხმაურება „სისტრა ჯგუფი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის დროს თბილისის მერია „სისტრას ჯგუფის“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

კომპანია თხოვნით მიმართავს ყველას, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ნუ გამოიყენებენ „სისტრას“ მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს.

„სწორედ „სისტრას ჯგუფის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდა ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია და დაგეგმარება. იგივე პრინციპით მოხდა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია.

გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ, როგორც ფრანგული, ასევე ზოგადად, ევროპული სატრანსპორტო პოლიტიკა უპირობო უპირატესობას ანიჭებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. საჭიროების შემთხვევაში, კერძო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ. ეს ხდება ისეთ ქუჩებზე, სადაც ორი განცალკევებული ხაზის დაპროექტება შეუძლებელია სივიწროვის გამო.

ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და მის გაუმჯობესებას ალტერნატივა არ გააჩნია, თუკი ჩვენ შვილების მომავალზე, კომფორტულ ურბანულ გარემოსა და ეკოლოგიაზე ვზრუნავთ.

და ბოლოს, ჩვენი ჯგუფი თხოვნით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის „სისტრას“ მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს, მით უმეტეს მათი არასწორი ინტერპრეტაციით, რადგან იგი აზიანებს თბილისში მიმდინარე მნიშვნელოვან და რთულ სატრანსპორტო რეფორმას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „სისტრა ჯგუფი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ რასაც თბილისის მერია ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე და წერეთელზე აკეთებს კომპანია „სისტრას“ უწერია, რომ არ შეიძლება.

„კალაძის გაუდაბურებული გზები ისეთ დღეში ჩაგვაგდებს, რომ შემდეგ საერთოდ ვერ გავივლით და რატომ ხდება ეს? უცხოური კომპანია „სისტრა“ ხომ დაიქირავეს და სულ მეგონა, რომ ეს უცხოური კომპანია რამ გააგიჟა, ასე გიჟურად როგორ დაგეგმა გზები-მეთქი და იცით, რომ იქ, სადაც ერთი მანქანის გზა რჩება, ერთი სამანქანო გზა რჩება, იქ „ბასლაინის“ გაკეთება არ შეიძლება ანუ რასაც აკეთებს ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე, წერეთელზე, პირდაპირ უწერია „სისტრას“, რომ არ შეიძლება, მაგრამ ეს მაინც აკეთებს, რადგან ამ ადამიანმა ფეხბურთში ხომ ბოლოს თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანა და წერა-კითხვაც არ იცის, მგონი. კახი, წაიკითხე ბიჭო, რა დაწერა იმ კომპანიამ. მე წავიკითხე, სხვებმაც წაიკითხა, შენც წაიკითხე. თუ კითხვა არ იცი, გვერდზე დაიყენე, ბევრი ასისტენტი გყავს, წააკითხე და მოუსმინე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა