სტამბა „ფავორიტი სტილის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გავიდა

სტამბა „ფავორიტი სტილის“ კიდევ ერთი წარმატება - ევროპული ბაზრის ათვისების შემდეგ, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გავიდა.

როგორც სტამბის კომერციული დირექტორი ნათია გულორდავა განმარტავს, ეს იქნება პირველი შეკვეთა, რომელიც საქართველოში წარმოებიდან ამერიკაში მიწოდებამდე ყველა ეტაპს „ფავორიტის“ მეშვეობით გაივლის. რაც შეეხება პროდუქტს, ეს არის ბრენდირებული ყუთები, რომელიც უმაღლესი ხარისხის მასალებითა და თანამედროვე დანადგარებით არის წარმოებული.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტის მიმართულებით. ჩვენი მასშტაბები და შესაძლებლობები გვიჩენს ჯანსაღ ამბიციას, „ფავორიტის“ სახელი გავიტანოთ და მყარად დავამკვიდროთ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. „ფავორიტი“ - ეს არის სტამბა, რომელსაც უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც ენდობიან. ჩვენი შეფუთვები უკვე გადის ევროპის, აზიის და ჩინეთის ბაზარზე, რომლის ექსპორტსაც თავად დამკვეთი ახორციელებს და ახლა უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება, ევროპის, აზიის და ჩინეთის გარდა, აშშ-ის ათვისებაც დავიწყეთ. ჩვენ უზრუნველვყოთ როგორც ყუთების წარმოებას და გაგზავნას, ისე დამკვეთ კომპანიაში ადგილზე მიტანას, რაც ჩვენს პარტნიორს ხელსაყრელ პირობებს უქმნის“, - განმარტა „ფავორიტი“ სტილის კომერციულმა დირექტორმა ნათია გულორდავამ.

„ფავორიტი სტილი“ როგორც ინოვატორი კომპანია, სამომავლოდაც გააგრძელებს უცხოური ბაზრების ათვისებას, რის საშუალებასაც უახლესი დანადგარები და შესაბამისად, წარმოების უმაღლესი სტანდარტი აძლევს. მან შემოიტანა საქართველოში დანადგარი „კონიკა მინოლტა“, რომლითაც შესაძლებელია რეპრეზენტაბელური საპრომოციო და საინფორმაციო პროდუქციის ბეჭდვა. ასევე, „ფავორიტი“ არის ერთადერთი სტამბა, სადაც ულტრათანამედროვე დანადგარის მეშვეობით საათში ათასობით ჩანთის დამზადებაა შესაძლებელი. მაღალი წარმადობა ერთი მხრივ, დადებითაც აისახება როგორც „ფავორიტი სტილზე“, ისე პარტნიორ კომპანიაზე, რომელსაც დროისა და ფინანსების დაზოგვის შესაძლებლობა ეძლევა.

„ფავორიტი სტილის“ შესახებ: სტამბა ქართულ ბაზარზე თითქმის 30 წელია ოპერირებს. ამ ხნის განმავლობაში მან 10 000ზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა და 1000ზე მეტი მსხვილი, საიმედო პარტნიორი შეიძინა. კომპანიის წამყვანი მიმართულებაა შეფუთვებისა და სხვა საპრომოციო პროდუქციის ბეჭდვა. ამასთან, წლებია, „ფავორიტი ტექსტილი“ წარმოების პროცესში ინარჩუნებს მდგრადობას და ზრუნავს ეკოლოგიაზე, რასაც მაკულატურის გადამუშავების შესაძლებლობა აძლევს. ხარისხის ევროპულ სტანდარტს კი კომპანია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ინარჩუნებს.

(R)

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი