გენერალურ პროკურატურაში ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან პროკურატურის საქმიანობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალური პროკურატურის და ორგანიზაცია „წითელი ხიდი“-ს ორგანიზებით, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო განვითარების სკოლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან პროკურორისა და პროკურატურის საქმიანობის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს პროკურორის ფუნქციებზე ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობაზე, სისხლის სამართლის დევნასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე. ასევე საუბარი შეეხო პროკურორთა სპეციალიზაციას.

„საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა პროკურატურის სტაჟირების კონკურსზე და მის ეტაპებზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრა ინტერაქტიური რეჟიმით წარიმართა. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს აღნიშნული თემით დაინტერესებისთვის. თავის მხრივ, სტუმრებმა შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე სამოქალაქო განვითარების სკოლის სტუდენტებმა და მოსწავლეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობაც გამოთქვეს, ნაადრევი ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრების ერთობლივად გამართვის თაობაზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა