კახა კალაძე - ოპოზიციის მავნებლობის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხელის შეშლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპარლამენტში გადაიგზავნა, მოსახლეობისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გაკეთდა. მას შემდეგ, რაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა საკითხი შეჯერდება, სამოქმედო გეგმაც გასაჯაროვდება. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეშლა ფიქსირდება. როდესაც შენი ქვეყანა გიყვარს და გაქვს სურვილი, რომ მას ევროპული მომავალი ჰქონდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს და ამ დროს ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებ, რბილად რომ ვთქვათ, ეს მავნებლობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს და მშვიდობა შენარჩუნდეს.

„მათი მავნებლობის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა სამშვიდობოზე გავიდეს, მშვიდობა შევინარჩუნოთ, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა