ელგუჯა ბაგრატიონი გიორგი კირთაძესა და წევრთა ნაწილზე - ეს ადამიანები ცხრა თვეა პარტიიდან არიან გასული და ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეზიანებინათ - მათ წასვლის გადაწყვეტილება უბრალოდ ახლა გააფორმეს

სამწუხაროდ, ეს ადამიანები რვა-ცხრა თვეა პარტიიდან არიან გასული და ამ ხნის განმავლობაში ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ პარტია დაეზიანებინათ. მათ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს, უბრალოდ დღეს გააფორმეს ოფიციალურად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, „მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს და ენმ-ს შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება.

„სამწუხაროდ, ეს ადამიანები რვა-ცხრა თვეა პარტიიდან არიან გასულები და ამ ხნის განმავლობაში, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, პარტია დაეზიანებინათ. მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, სამწუხაროდ, მათ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს, უბრალოდ დღეს გააფორმეს ეს ოფიციალურად. მე მართლაც წარმატებებს ვუსურვებ მათ ახალი პლატფორმიდან, თუ ისინი ბიძინა ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძოლებენ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შემიძლია ვუსურვო წარმატება ამ ბრძოლაში.

რაც შეეხება ამ ადამიანების გადაწყვეტილებას და ისინი იყვნენ თუ არა ამ ცხრა თვის განმავლობაში პარტიის წევრები, ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ძალიან კარგად. ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს და ენმ-ს შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და ხალხის ამოყვანა ამ ჭაობიდან და ევროპისკენ გზის გაგრძელება“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ცნობისთვის, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ასევე, ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. აღნიშნულის შესახებ გიორგი კირთაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა