5-7 დეკემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, ქალაქ თბილისში 4-5 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი