თბილისს უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა

5 დეკემბერს, ქალაქ თბილისს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციაში შედიან უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უზბეკეთის სრულუფლებიანი ელჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, დელეგაციას ოფიციალურად უმასპინძლებს ქართული უმსხვილესი ტურისტული კომპანია „ჩექინ თრეველი“.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სასტუმრო „ბილტმორში“ ოფიციალურად მოეწერება ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს „ჩექინ თრეველის“ გენერალურ დირექტორს ია გედავანიშვილსა და უზბეკეთის სრულუფლებიან ელჩს ბატონ ბახრომ აშრაფხანოვს Bakhrom Ashrafkhanov - ს შორის.

„მემორანდუმი გულისხმობს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკებს შორის მჭიდრო ეკონომიკური, ტურისტული და სოციალური ურთიერთობების მხარდაჭერასა და განვითარებას.

ერთობლივი ძალებით საქართველო და უზბეკეთი მთავარ მოთამაშეებად უნდა იქცნენ აბრეშუმის გზაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ტურისტულ სეზონზე „ჩექინ თრეველმა“ უმასპინძლა 33 პირდაპირ ჩარტერულ რეისს უზბეკეთის რესპუბლიკიდან, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა. კომპანია „ჩექინ გრუპი“ ოფიციალურად დასახელდა უზბეკეთის მთავარ მასპინძელ ორგანიზაციად, რომელსაც უდიდესი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო