დავით მათიკაშვილი - როცა აღმოაჩინეს, რომ ოლიგარქ კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება გაუჭირდება, პროტესტების ტალღა წამოვიდა - ცვლილებებს პარტნიორების რეკომენდაციით ვახორციელებთ

როცა აღმოაჩინეს, რომ ოლიგარქ კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება გაუჭირდება, პროტესტების ტალღა წამოვიდა - ჩვენ იმ ცვლილებებს ვახორციელებთ, რომელიც პარტნიორების მიერ არის რეკომენდებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებული ცვლილებების კომენტირებისას აღნიშნა.

მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციის პოზიცია ამ საკითხზე აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ევროპული რეკომენდაციების მიმართ.

„ამ კანონპროექტთან მიმართებით ოპოზიციის დამოკიდებულება და კრიტიკა კიდევ ერთხელ ეუბნება საზოგადოებას, თუ როგორ ექცევა და ეპყრობა ოპოზიცია ევროპულ რეკომენდაციებს. პოლიტიკური გემოვნების და სიტუაციის შესაბამისად, ხან არის მისაღები მათთვის ასეთი მიდგომები, როცა საკითხი დეოლიგარქიზაციის თემებს ეხება, ხოლო როცა ცალკეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა აღმოაჩინეს, რომ თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოქმედი სქემით გაუჭირდება ოლიგარქ კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება, პროტესტების ტალღა წამოვიდა და აღმოჩნდა, რომ ეს რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია. ასე რომ, ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს და ის ცვლილებები შეგვაქვს კანონმდებლობაში, რომელიც ამ მოცემულობით არის მათი მხრიდან რეკომენდებული,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

როგორც "ქართული ოცნება" განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ", სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა