„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „ახალგაზრდული ფორუმის“ პირველ სესიას უმასპინძლა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „ახალგაზრდული ფორუმის“ პირველ სესიას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის და “სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფორუმის” მიერ ორგანიზებული სესიის მთავარი მიზანი იყო ახალი თაობის წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემის აღმოფხვრის გზების ძიება და მათი გათვალისწინებით, “გამარჯვების კოალიციის” 2024 წლის წინასაარჩევნო ახალგაზრდული პროგრამის მომზადებაა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა მდივანმა, იგორ ნარმანიამ აღნიშნა, ერთობლივი კონსულტაციებით, „რუსული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოშორდება მმართველობას.

„პირველ რიგში, დღევანდელი დღე ეძღვნება მომავალ საარჩევნო ახალგაზრდულ პროგრამას, რომელიც ორიენტირებული იქნება ზუსტად იმ ახალგაზრდებზე, იმ სეგმენტზე, რომლებიც სამწუხაროდ პასიურად ერთვებიან პოლიტიკაში. ერთობლივი კონსულტაციებით, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ „რუსული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოშორდეს მმართველობას ქართული ხელისუფლებიდან“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა კომახიძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „გამარჯვების კოალიცია“ აპირებს აქტიურად იმუშაოს იმ პროგრამის გასაუმჯობესებლად, რომელიც მორგებული იქნება ახალგაზრდებზე.

„პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „გამარჯვების კოალიცია“ მასპინძლობდა „ახალგაზრდულ ფორუმს 2023“, სადაც ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან და რელევანტურ საკითხზე, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს და თანამოქალაქეების იმ გამორჩეულ სეგმენტს, რომელსაც ახალგაზრდები ჰქვია. „ნაციონალური მოძრაობა“ და „გამარჯვების კოალიცია“ აპირებს აქტიურად იმუშაოს აღნიშნული პროგრამის გასაუმჯობესებლად, რომელიც მორგებული იქნება ახალგაზრდებზე“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა