ლევან დავითაშვილი - მზად ვართ, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები  შემოვიღოთ იგივე იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში

ჩვენ მზად ვართ, რომ დამატებითი მოტივატორები, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები შემოვიღოთ იგივე იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში - იმედი გვაქვს, რომ დემოგრაფიული საბჭოს ფარგლებში ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მომავალი წლის დასაწყისში და საზოგადოებას ახალი წამახალისებელი მექანიზმების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიმდინარეობს თუ არა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე მუშაობა, რომ ხელისუფლებას სურს იპოთეკური სუბსიდიის გაფართოება და ვის შეეხება აღნიშნული ცვლილება.

მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ძალიან დეტალური კვლევები იმის დასადგენად, თუ რა არის წამახალისებელი ფაქტორები, რომ საქართველოში ადამიანების სოციალური და დემოგრაფიული პირობები გაუმჯობესდეს და აღნიშნული კვლევის დასრულების შემდეგ დემოგრაფიული საბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„ამ პროგრამის ძირითადი მნიშვნელობა არის ის, რომ ჩვენს მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, ეს ირიბად უკვე დაკავშირებულია სამშენებლო სექტორის წახალისებასთან, მის განვითარებასა და ზრდასთან, თუმცა ამოსავალი მიზანი არის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. თქვენ იცით, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილია დემოგრაფიული საბჭო, რომელიც მსჯელობს ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და დღეს მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ძალიან დეტალური კვლევები იმის დასადგენად, თუ რა არის წამახალისებელი ფაქტორები, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანების სოციალური და დემოგრაფიული პირობები გაუმჯობესდეს. ჩვენ მზად ვართ, რომ დამატებითი მოტივატორები, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები შემოვიღოთ იგივე იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში, მაგრამ ეს უნდა იყოს კონკრეტულ მიზანთან მჭიდრო კავშირში, ამიტომ კვლევაზე დაფუძნებული უნდა იყოს ეს გადაწყვეტილებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დემოგრაფიული საბჭოს ფარგლებში ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მომავალი წლის დასაწყისში, როდესაც გვექნება კვლევის სრულყოფილი სურათი და შესაბამისად, საზოგადოებას ახალი წამახალისებელი მექანიზმების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას. თუმცა ეს დამუშავების პროცესშია, პრემიერმა რაც განაცხადა, ამაზე მიდის მუშაობა როგორც ჩვენს სამინისტროში, ისე უწყებათშორის კომისიის ფორმატში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა