პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა იმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან

პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა იმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ღონისძიება კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ გახსნა. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საკონსულტაციო საბჭოს მდივანი ვალერი ასათიანი მიმართავენ, რის შემდეგაც გაიმართება პანელური დისკუსია, რომლის მოდერატორიც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იქნება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ასევე აშშ- ის, გერმანიის, ჩეხეთის, იტალიის, იაპონიის, ბულგარეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის ელჩების მოხსენებების მოსმენა.

პანელური დისკუსიის ფარგლებში განიხილავენ სახელოვნები განათლების რეფორმის მნიშვნელობას, სამშვიდობო პროცესში კულტურის როლს და კულტურისა მეშვეობით ლიდერი ქალების როლს საზოგადოებაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა