საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიური სიახლეები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საარჩევნო ადმინისტრაციის ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებსა და სიახლეებს.

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას პირადად გაეცნენ და იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ტექნოლოგიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო, რომლის მეშვეობითაც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები. ეს ის მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის შესახებაც სასურველია კერძო სექტორი და ზოგადად მოსახლეობა წინასწარ ინფორმირებული იყოს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს მსხვილ დამსაქმებლებს, მზადაა ხელი შეუწყოს ასოციაციის წევრებს შორის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო