წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი - ღაზაში ადამიანების ტანჯვა აუტანელია

ღაზაში ადამიანების ტანჯვა აუტანელია, - ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტმა, მირიანა სპოლიარიჩმა განაცხადა.

„მე ღაზაში ჩავედი, სადაც ხალხის ტანჯვა აუტანელია. მიუღებელია, რომ მშვიდობიან მოსახლეობას გადასაადგილებლად უსაფრთხო ადგილი არ აქვს და სამხედრო ალყის პირობებში ადეკვატური ჰუმანიტარული დახმარების გაწევა შეუძლებელია“, - წერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

სპოლიარიჩმა აღნიშნა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მომავალ ჰუმანიტარულ შეთანხმებებს მხარს დაუჭერს.

„მძევლები უნდა გათავისუფლდნენ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მათი მონახულების საშუალება უნდა მიეცეს. როგორც ნეიტრალური აქტორი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მზად არის, რომ მომავალ ჰუმანიტარულ შეთანხმებებს მხარი დაუჭიროს“, - აღნიშნა სპოლიარიჩმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში