მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში ბუნდესტაგის განათლების, კვლევისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი და პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების, კვლევისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს პეტრა სიტეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართული საგანმანათლებლო სისტემის, განსაკუთრებით კი პროფესიული განათლების განვითარების კუთხით, გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაწეული წვლილისთვის.

„შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატურ მოკვლევაზე ისაუბრეს, რომლის მიზანია პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გამოკვეთა, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების განსაზღვრა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენა.

მხარეებმა საქართველოში ორი ქვეყნის განათლების კომიტეტების ერთობლივი სხდომის ჩატარების საკითხი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობაზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბუნდესტაგის განათლების, კვლევისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს პეტრა სიტე შეხვედრას გამართავს ევროკომისართან განათლებისა საკითხებში და Erasmus+ წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერ წინადადებას შესთავაზებს.

შეხვედრაზე ირაკლი შატაკიშვილმა გერმანიისა და საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დამეგობრების ინიციატივა გამოთქვა. მისი თქმით, აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს როგორც ქართველ ისე გერმანელ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამებით ისარგებლონ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ლევან იზორია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის