Spiegel - გერმანია მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო კონტროლს 15 დეკემბრამდე გააგრძელებს

გერმანია მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო კონტროლს 15 დეკემბრამდე გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.

Spiegel-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან საზღვარზე კონტროლი ძალაში შევიდა, პოლონეთიდან გერმანიაში არალეგალურად შესვლის 3,300 შემთხვევა დაფიქსირდა და 1,100-ზე მეტის აღკვეთა მოხერხდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სასაზღვრო კონტროლი სამინისტროს არალეგალური მიგრაციის მრავალი შემთხვევის იდენტიფიცირებაში დაეხმარა და აღნიშნული ღონისძიების გაგრძელების რეალური მიზეზები არსებობს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრებზე კონტროლი 16 ოქტომბერს დააწესა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო