გიორგი კირთაძე - ლევან ხაბეიშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიძლება სასტარტო ათეულშიც ვერ შედიოდეს - შესაძლებელია, ნიკა მელიასთან ერთად ვიყო ახალ პოლიტიკურ პარტიაში

ჩვენს გზას უნდა ვეწიოთ, ქართველ ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ყველა, ვინც პოლიტიკურ სპექტრშია, ერთი და იგივე არაა - შესაძლებელია, ნიკა მელიასთან ერთად ვიყო ახალ პოლიტიკურ პარტიაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა გიორგი კირთაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კირთაძე განმარტავს, რატომ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილმა წევრებმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შესაძლებლობას ვერ ხედავენ და ამასთან, პარტიაში უთხრეს, რომ 2025 წლამდე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფერი შეიცვლება.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ ვერ ვხედავთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეგვიძლია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფერზე წერტილი დაგვესვა. მთავარი კითხვაა - დიდი ხანი ხომ არ დაგვჭირდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად. პარტიიდან წასული და უკან დაბრუნებული ბევრი გვინახავს, რომელთათვისაც ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ალბათ, ჩვეულებრივი ამბავი იყო. ჩვენ ვინერვიულეთ, რადგან ცხოვრების ნახევარს რომ ერთ პარტიაში გაატარებ და აქედან წასვლა გიწევს, კომფორტული და კარგი არაა. უბრალოდ, სხვა გზა არ დაგვრჩა. ვცადეთ ყველაფერი. იყო ბორდის იდეა, ნდობის საბჭოს იდეა, რომელსაც პირველ ნაწილში მიშა უჭერდა მხარს. არც კი განიხილეს, ბოლოს უბრალოდ გვითხრეს, რომ 2025 წლამდე პარტიაში არაფერი შეიცვლება. დღევანდელი მმართველობითი სისტემით გავალთ 2024 წლის არჩევნებზეო. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფრისთვის წერტილი დაგვესვა“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ჩართული ვერ არის და რეალური მენეჯმენტი სააკაშვილის სახელს იყენებს.

მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჯეროვნად ჩართულობის შესაძლებლობა არ აქვს. ვინ იყენებს სააკაშვილის სახელს თავისი ყველა ქმედების „გასაპრავებლად“, დასამტკიცებლად? - რა თქმა უნდა, მოქმედი მენეჯმენტი. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა გადაწყვეტილებაში, უმცირეს დეტალებშიც კი ჩართულია. ვგულისხმობ იმ ჯგუფს, ვინც პარტიის სახელით იღებს გადაწყვეტილებას. თუ მეკითხებით, არის თუ არა ამ ჯგუფის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი - ჩემი აზრით, ნამდვილად არა. ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიძლება სასტარტო 10-ეულშიც ვერ შედიოდეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დროა, საპარლამენტო არჩევნების დროს პარტია ბოლომდე აიღონ ხელში, თვითონ ჰქონდეთ კონტროლი ყველაფერზე, სიების დაკომპლექტებით დაწყებული. მგონია, რომ ეს არასწორი გზაა. [რეალური ლიდერი] ის ჯგუფია, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაშია საუბარი და რომლებიც დგანან, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილის უკან“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

მისივე თქმით, პარტიიდან წამოსული პოლიტიკოსები რომელიმე დღეს მოქმედ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებენ.

„ეს არის რთული გზა. ჩემი სიტყვები სადღეგრძელოებად რომ არ დარჩეს, ბევრი უნდა ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ, უნდა შევძლოთ, ხალხში ნიჰილიზმი გადავტეხოთ და ვაჩვენოთ, რომ იდეალისტები ჯერ კიდევ დარჩნენ ამ ქვეყანაში. ამ ადამიანების ერთობაა გასაკეთებელი. არ ვაპირებთ მოქმედ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ შეიქმნება ახალი პლატფორმა, პოლიტიკური ცენტრი, სადაც პოზიციონირებას შევძლებთ“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

კირთაძე ნიკა მელიასთან ერთად ახალ პოლიტიკურ პარტიაში ყოფნას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება.

„შესაძლებელია ნიკა მელიასთან ერთად ვიყო ახალ პოლიტიკურ პარტიაში. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ნიკასთან ერთად, არამედ ბევრ კარგ ადამიანთან ერთად ვისურვებდი ყოფნას, თუმცა ნიკაზე მიმაჩნია, რომ ის არის გამორჩეული, კარგი, წესიერი, გულწრფელი პოლიტიკოსი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში და ყველაზე რეიტინგულიც. მოვლენებს უნდა დაველოდოთ, ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება“,- განაცხადა კირთაძემ.

ცნობისთვის, დღეს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ასევე, ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ