ვლადიმერ პუტინის მრჩეველი - მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეებში, იური უშაკოვი ავრცელებს.

„ეს იქნება სამუშაო ვიზიტი, მოლაპარაკებები, უპირველეს ყოვლისა, საუდის არაბეთის პრინცთან. ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავემგზავრებით, იქაც სამუშაო ვიზიტი იქნება. იმედი მაქვს ძალიან სასარგებლო მოლაპარაკებები შედგება, რაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, - განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვს პუტინის ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე