ანტონიო გუტერეში ისრაელი-ჰამასის ომზე - მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ყოველთვის დაცული უნდა იყოს

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ღაზის სექტორში არსად არის უსაფრთხო ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ევაკუაციის განკარგულება მიიღეს.

”ადამიანებისთვის, რომლებსაც ევაკუაცია უბრძანეს, არსად არის უსაფრთხო წასასვლელი,” - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ანტონიო გუტერეშის თქმით, უკიდურესად შეშფოთებულია ღაზაში საომარი მოქმედებების განახლებით. მან ისრაელის თავდაცვის ძალებს მოუწოდა, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და თავიდან აიცილონ ქმედებები, რომელიც გააუარესებს კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

„მშვიდობიანი მოქალაქეები - მათ შორის ჯანდაცვის მუშაკები, ჟურნალისტები და გაერო-ს თანამშრომლები - და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ყოველთვის დაცული უნდა იყოს“, - ნათქვამია ანტონიო გუტერეშის განცხადებაში.

მისივე თქმით, შეშფოთებულია ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის ესკალაციის, მათ შორის დიდი რაოდენობით ადამიანების დაღუპვისა და დაპატიმრების გამო, ასევე ისრაელის უსაფრთხოების ოპერაციების გაძლიერებისა და პალესტინელების მიერ ისრაელელებზე თავდასხმების გამო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო