BBC - ამ დროისათვის ღაზას სექტორის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია და ინტერნეტი არ მიეწოდება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის შეიარაღებული ძალების ტანკები ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისთან იმყოფებიან. სამშვიდობო ზავის ამოწურვის შემდეგ ისრაელმა სამხედრო მოქმედებები ღაზას სამხრეთ რეგიონშიც გააგრძელა.

ისრაელელი მაღალჩინოსნების განცხადებით, მათი მიზანი „ჰამასის“ განადგურებაა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ხან-იუნისის საავადმყოფოებში „ქაოტური“ სიტუაციაა და პაციენტები შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებენ.

ამ დროისათვის ღაზას სექტორის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია და ინტერნეტი არ მიეწოდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ისრაელს მოუწოდებს, რეგიონში სამხედრო მოქმედებები შეაჩეროს, რადგან კონფლიქტმა, შესაძლოა, ასობით ადამიანის სიკვდილი და იძულებითი გადაადგილება გამოიწვიოს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო