რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვამ აზოვის ზღვასა და ყირიმის თავზე 40-ზე მეტი უკრაინული დრონი გაანადგურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ღამით აზოვის ზღვასა და ყირიმის ტერიტორიაზე 40-ზე მეტი უკრაინული დრონი გაანადგურა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მანამდე, რუსულ ტელეგრამ არხ SHOT-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამით ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. გადაკეტილი იყო მოძრაობა ყირიმის ხიდზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა