7-10 დეკემბერს, პირველად საქართველოში, „ბიბლუსი ჯგუფი“ პარტნიორებთან ერთად მასშტაბურ საახალწლო ფესტივალს გამართავს. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მოეწყობა. ფესტივალი საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვასა და გრანდიოზულ აქციებს გააერთიანებს, რაც სტუმრებს სადღესასწაულო სამზადისს კიდევ უფრო გაუმარტივებს.
საახალწლო ფესტივალი „ბიბლუსი ჯგუფის“ ორგანიზებითა და თიბისისა და Visa-ს სპონსორობითა და მხარდაჭერით მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც „ბიბლუსი ჯგუფში“ შემავალი ბრენდები, ასევე მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი კომპანიები.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის შთამბეჭდავი საახალწლო დეკორაციები, ფასდაკლებები და თიბისისა და Visa-ს ერთობლივი შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. უფრო კონკრეტულად, მხოლოდ „ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: „ბიბლუსის“, „პეპელას“, “XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე ისარგებლებთ 40%-იანი ფასდაკლებით. დამატებით თიბისის Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში მომენტალურად დაიბრუნებთ თანხის 30%-ს.
აქციით სარგებლობისთვის გადახდა თიბისის ტერმინალზე უნდა მოხდეს, ქეშბექის მაქსიმალური თანხა კი თითოეულ კომპანიაზე 500 ლარია. შესაბამისად, მომხმარებელს, სამივე ბრენდის: „ბიბლუსის“, „პეპელას“, “XS სათამაშოების“ პროდუქციის შეძენისას, ჯამურად 1500 ლარის დაბრუნების შესაძლებლობა აქვს.
ამასთან, განსაკუთრებულ შეთავაზებებს ამზადებენ ფესტივალის მონაწილე სხვა კომპანიები.
როგორც „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალის“ ორგანიზატორი და „ბიბლუსი ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ანა ივანიშვილი განმარტავს, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი დახვდებათ - ნაძვის ხეები, საახალწლო აქსესუარები, სათამაშოები, ტკბილეული, სასმელი და სხვა.
მისივე თქმით, ეს იქნება ყველაზე დიდი საახალწლო ფესტივალი, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა.
„ასეთი მსხვილი პროექტის ორგანიზება საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, გარკვეული პერიოდი ვმუშაობდით მასზე და წელს თიბისისა და Visa-ს მხარდაჭერით უკვე ვახორციელებთ პროექტს. ფესტივალის ორგანიზატორია „ბიბლუსი ჯგუფი“, თუმცა გამოფენა-გაყიდვაზე მხოლოდ ჩვენი მრავალფეროვანი პროდუქცია არ იქნება წარმოდგენილი. მასში საზოგადოებისთვის საყვარელი არაერთი კომპანია მონაწილეობს საინტერესო შეთავაზებებითა და პროდუქციით. გავაერთიანეთ ყველა მიმართულება, რომელიც ახალ წელს შეიძლება უკავშირდებოდეს. შედეგად ჩვენი პროექტი სტუმრებისთვის ბევრად უფრო ღირებული გავხადეთ“, - განმარტა ანა ივანიშვილმა.
თიბისის ბრენდ მენეჯერი ნათია ზუბიაშვილი განმარტავს, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით კომპანია მომხმარებელს დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შექმნა განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც ვიცით, რომ საჭიროებიდან გამომდინარე ყველაზე მეტს ხარჯავენ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავანებივროთ ჩვენი მომხმარებელი, დავაიდენტიფიციროთ ის სექტორები, რომელიც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ და აღნიშნულ სფეროებში საუკეთესო პირობები შევთავაზოთ.
აღსანიშნავია, რომ საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება ფესტივალის ვიზუალური მხარეც. „ბიბლუსი ჯგუფის“ სივრცე დაყოფილი იქნება სხვადასხვა ფერისა და თემატიკის საახალწლო ოთახებად. ხოლო, თიბისი და Visa განსაკუთრებული კუთხითა და სიურპრიზებით გიმასპინძლებთ.
წარმოდგენილი პროდუქციისა და განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, „ექსპო ჯორჯიაში“ მისული მომხმარებლების საახალწლო განწყობის ამაღლებას სპეციალური გასართობი პროგრამაც უზრუნველყოფს. ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს ოთხი დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ, საინტერესო პროგრამას უმზადებენ.
არ გადადოთ თქვენი საახალწლო საყიდლები ბოლო დღისთვის!
ესტუმრეთ „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალს“, სადაც ნამდვილი სადღესასწაულო სამზადისი და ყველა სასურველი პროდუქცია ერთ სივრცეში დაგხვდებათ.
#ბიბლუსი
#ბიბლუსიჯგუფი
#თიბისი
#Visa
#ბიბლუსისსაახალწლოფესტივალი
(R)