ბაზისბანკთან პარტნიორობით ყვარელში შატო დავითიანი გაიხსნა

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით ახალი პროექტის მხარდაჭერას. ბაზისბანკთან პარტნიორობით, ყვარლის რაიონში, გუნაშაურის ველებზე ახალი კომპლექსი შატო დავითიანი გაიხსნა.

დავით ჩაბალოშვილმა და დავით ცენტერაძემ, 38 ჰა ფართობზე, 2016 წლიდან დაიწყეს ვენახის გაშენება, სადაც სამი ჯიშის ვაზი აქვთ - რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე. სეზონზე აღებული ყურძნით ქვევრის ღვინოს აწარმოებენ.

2018 წლიდან კი, გაფართოების მიზნით, ამავე ტერიტორიაზე გადაწყვიტა შატოს აშენება. ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შატო დავითიანი მიმდინარე წლის ზაფხულიდან მზად არის სტუმრების მისაღებად. სასტუმრო გარშემორტყმულია ვენახით, რომელიც ქმნის დაუვიწყარ ხედს, რასაც ერწყმის კავკასიონის მთების ფონი და ალაზნის ველის პეიზაჟი.

შატო დავითიანი აერთიანებს ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას, კოშკის ფორმის სასტუმრო ნომრებს, ღია საცურაო აუზს და მუხნარის პარკს. შატოს რესტორანში წარმოდგენილია ქართული და ევროპული სამზარეულოს ფართო არჩევანი. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შატოს სადეგუსტაციო დარბაზში დააგემოვნონ მარანში დაწურული ღვინო.

„ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ერთგული პარტნიორის მხარდაჭერა და სწორედ ასეთი აღმოჩნდა ბაზისბანკი, რომელიც ჩვენი გეგმების გვერდით დადგა და დღემდე გვეხმარება განვითარების გზაზე. ისევ ბაზისბანკთან პარტნიორობით გვაქვს მიმდინარე პროექტი, ჩვენი ადგილწარმოშობის ღვინოების წარმოების გაფართოება, ბოთლში ჩამოსხმა და რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.“ - შატო დავითიანის დამფუძნებელი დავით ჩაბალოშვილი.

„ბაზისბანკი ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერია ქვეყანაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ახალი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის დაფინანსება წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით და აწარმოე საქართველოში პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შატო დავითიანი შეემატა, სადაც სტუმრები შეძლებენ განიტვირთონ და გაატარონ სასიამოვნო დრო. ყოველი ახალი განხორციელებული პროექტი აძლიერებს სასტუმრო ინდუსტრიისა და ტურიზმის სექტორს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვოთარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“ - ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების რეგიონის უფროსი, ნათია ბერიძე.

ბაზისბანკის და შატო დავითიანის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

(R)

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა