ანა წითლიძე - ტრაგიკულია, რომ ორბანი, რომელიც პრობლემას წარმოადგენს თავად ევროკავშირისთვის და ხელს უშლის მის გაფართოებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთადერთი მოკავშირეა

ტრაგიკულია, რომ ორბანი, რომელიც პრობლემას წარმოადგენს თავად ევროკავშირისთვის და ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოებას, არის ერთადერთი მოკავშირე საქართველოს ხელისუფლებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რასაც ორბანი აკეთებს, ეს საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვასთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც გაფართოების არეალში მოიაზრება.

„ერთი ერთში ჰგავს საქართველოს ხელისუფლებისა და ორბანის განცხადებები და ქმედებები ერთმანეთს. ორბანი აშანტაჟებს ევროკავშირს უკრაინის საკითხთან და ზოგადად ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, ეს არის ევროკავშირის გაფართოების საკითხი. ორბანი ცდილობს დააშანტაჟოს ევროკავშირი და მიიღოს 24-მილიარდიანი დაფინანსება, რომელიც ევროკავშირს გაყინული აქვს მისთვის უნგრეთის შიდა პოლიტიკური პროცესების გამო. ცხადია, რასაც ორბანი ახლა აკეთებს, ეს საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვასთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც გაფართოების არეალში მოიაზრება. ორბანის ეს განცხადება ახლა თუ ვინმეს უწყობს ხელს, ეს არის პუტინი და რუსეთის ხელისუფლება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, შემთხვევითი არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მოკავშირე ჰყავს და ის არის პრორუსულად განწყობილი ორბანი, რომელიც ევროკავშირისთვის არის დიდი თავის ტკივილი“, - განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.

„პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო დეკემბერში, ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან კონსენსუსის აშკარა არ არსებობა აუცილებლად გამოიწვევს მარცხს“, - აღნიშნულია ორბანის წერილში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა