ისრაელის ეკონომიკის მინისტრი - ნეთანიაჰუს მხარს აღარ დავუჭერ

ნეთანიაჰუს მხარს აღარ დავუჭერ, - ამის შესახებ ისრაელის ეკონომიკის მინისტრმა, ნირ ბარკატიმ განაცხადა.

„მე ნეთანიაჰუს მხარს აღარ დავუჭერ. ომის შემდეგ ხალხს თავიდან უნდა მივმართოთ და მათი ნდობა მოვიპოვოთ. „ლიკუდის“ პარტიას ცვლილებები სჭირდება“, - განაცხადა ბარკატიმ.

ბარკატიმ აღნიშნა, რომ საომარი ხარჯებისთვის დამტკიცებული ბიუჯეტი ქვეყანას ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანს.

„არ ვაპირებ ისეთ მაღალჩინოსნებთან ვითანამშრომლო, რომლებსაც ფარული მიზნები აქვთ. საიდუმლო არ არის, რომ მე ბიუჯეტის საკითხის შესახებ პროფესიული კრიტიკა მაქვს, რომელიც ვფიქრობ, მოგვარდება“, - აღნიშნა ისრაელის ეკონომიკის მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო