„ალდაგში“ ავტომობილის დაზღვევას საჩუქრები მოყვება

მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს 31 იანვრამდე „ალდაგში“ დააზღვევენ, სპეციალურად დაკომპლექტებულ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სასაჩუქრე ნაკრებში, მომხმარებლებს ავტომობილის მოვლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქტი დახვდებათ, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს შესაძლებლობას მისცემს, იზრუნონ საკუთარ მანქანაზე და მზად იყვნენ მოულოდნელობებისგან თავის დასაცავად.

„ზამთარში ავტომობილს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. ამინდის ცვლილებასთან ერთად, ავტოსაგზაო შემთხვევების რისკიც იმატებს, შესაბამისად, მომხმარებლებს ავტო დაზღვევის მოქნილ პირობებთან ერთად, განახლებულ ავტობოქსს ვთავაზობთ, რომელიც მათ მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს “, - აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგის“ ავტოდაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

„ალდაგი ავტო“ დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილია“,-აღნიშნავენ სადაზღვევო კომპანიაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო