აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებს ხმის ჩამწერი სტუდიისთვის საჭირო აპარატურა გადაეცათ

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებს ხმის ჩამწერი სტუდიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა გადაეცათ.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათ განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. სწორედ, მსგავსი, ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობის განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღმოგვიჩინა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, რისთვისაც დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურად იყო ჩართული პროცესში“, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო