„თიბისი“ ლიზინგი და EFSE საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის

„თიბისი“ ლიზინგმა The European Fund for Southeast Europe (“EFSE”)-სგან 7 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია „თიბისი“ ლიზინგის უკვე რიგით მეორე წარმატებული გარიგებაა ფონდთან საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების(MSMEs) მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ უფრო აძლიერებს „თიბისი“ ლიზინგისა და EFSE-ს პარტნიორობას და „თიბისი“ ლიზინგს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სალიზინგო პროდუქტების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

საქართველოში MSME სექტორი საკმაოდ მზარდ სექტორს წარმოადგენს, რომელსაც დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია. მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს კორპორატიულ ლანდშაფტში დომინირებს და მთლიანი წარმოების ღირებულების 53%-ს და კერძო სექტორში ბრუნვის 35%-ს შეადგენს, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. „თიბისი“ ლიზინგი აქტივების დაფინანსების გამარტივებისა და მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტების ფართო სპექტრის შეთავაზებით უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ დავასრულეთ კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია EFSE-სთან და კიდევ უფრო გავამყარეთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს ტრანზაქცია ასახავს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დაუჭირონ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ინოვაციური, მოქნილი და მორგებული ალტერნატიული დაფინანსების პროდუქტების მიწოდების გზით. ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობაა და ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებაზე EFSE-სთან მუშაობას“, - განაცხადა ნუგზარ ლოლაძემ, „თიბისი“ ლიზინგის ფინანსურმა დირექტორმა.

„EFSE-ს მუდმივი პარტნიორობა „თიბისი“ ლიზინგთან მკაფიოდ ასახავს ჩვენს საერთო მიზნისადმი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის განვითარების ხელშეწყობის ერთგულებას. MSME სეგმენტზე ფოკუსირებით, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკისთვის, ჩვენ არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ სასიცოცხლო მნიშვნელობის სექტორს, არამედ ხელს ვუწყობთ ქვეყნის უფრო ფართო განვითარებას. ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ინოვაციური და მოქნილი დაფინანსების შეთავაზებისადმი რომელიც აძლიერებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს, ჩვენი მისიის ქვაკუთხედს“, - განაცხადა EFSE-ის რეგიონულმა დირექტორმა, ოქსანა ბინზარუმ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი