რუსეთის საგარეო უწყება - სერგეი ლავროვმა და ჯეიჰან ბაირამოვმა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოსკოვში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ბაქო-ერევნის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რეგიონულ საკითხებზე დისკუსიის კონტექსტში დადასტურდა 2020-2022 წლების სამმხრივი შეთანხმებების საფუძველზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ძალისხმევის გაზრდის აუცილებლობა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მინისტრებმა ასევე განიხილეს რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ 2022 წლის 22 თებერვლის დეკლარაციის დებულებების შესრულება.

„განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის უამრავ სხვა საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის კასპიის „ხუთეულში“ თანამშრომლობის საკითხებზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა