ნიგერიაში უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა, პრეზიდენტი გამოძიებას მოითხოვს

ნიგერიაში უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა, პრეზიდენტი გამოძიებას მოითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტი ინციდენტის საფუძვლიან და სრულფასოვან გამოძიებას ხელმძღვანელობს და სანამ ხელისუფლება გულმოდგინედ შეისწავლის ამ უბედურ შემთხვევას, იგი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს“, - განაცხადა ნიგერიის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აჯური ნიჟელალემ.

ნიგერიის ჩრდილოეთ კადუნას შტატის საგანგებო სიტუაციების სააგენტომ განაცხადა, რომ შაბათ-კვირას განხორციელებულ თავდასხმას მინიმუმ 85 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ძებნა ჯერ კიდევ გრძელდება.

ნიგერიის არმიას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ საჰაერო ძალებმა იმ მისიაში მონაწილეობა უარყო, რამაც თავდასხმა გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს