ირაკლი ქადაგიშვილი - სტატუსს ვიღებთ და რატომ გსურთ საუბარი იმაზე, თითქოს იმის გამო, რომ უნგრეთი ჩვენი მოკავშირეა, სტატუსს არ ვიღებთ?! - რა საკითხსაც ორბანი სვამს, სხვა ხასიათის პრობლემაა

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე არავის საწინააღმდეგო აზრი არა აქვს - სტატუსს ვიღებთ და რატომ გსურთ საუბარი იმაზე, თითქოს იმის გამო, რომ უნგრეთი ჩვენი მოკავშირეა, სტატუსს არ ვიღებთ?! - ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საკითხი, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წინაშე სვამს, შინაარსობრივად არის სულ სხვა და მისი მექანიკურად საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირება არ შეიძლება.

„ნუ აკეთებთ დასკვნას, რომ საქართველოსთვის რაიმე ცუდი იქნება - ცუდით აჟიტირებას ნუ ჩქარობთ! 15 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას წინ პრობლემა არ უდგას. რასაც ორბანი სვამს, სხვა ხასიათის პრობლემაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიენიჭოს. ერთია კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და მეორე - გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. თქვენ გინდათ ეს ორი საკითხი ერთმანეთს დააკავშიროთ, რათა ერთკვირიანი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა გააჩაღოთ. უნდა შევეგუოთ, რომ ევროპა ყოველთვის ყველაფერში ერთსულოვანი არ არის - იქნებიან სხვადასხვა ქვეყნები, სხვადასხვა პოლიტიკოსები, რომელთაც სხვადასხვა საკითხზე შეიძლება სხვა მიდგომა ჰქონდეთ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პრობლემა არც ევროკომისიის, არც ევროპული საბჭოს და არც უნგერთის მხრიდან არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში