ირაკლი ქადაგიშვილი - ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა ვერ შეძლო - ვიღაცები გაერთიანებას მოახერხებენ, მაგრამ არ მგონია, ისეთი გაერთიანება შედგეს, რომელსაც დიდი პოტენციალი ექნება

ვერც ერთმა პოლიტიკურმა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა ვერ შეძლო - ვიღაცა ვიღაცასთან გაერთიანებას მოახერხებს, მაგრამ არა მგონია, ისეთი გაერთიანება შედგეს, რომელსაც დიდი პოტენციალი ექნება, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა ოპოზიციური გაერთიანება 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის გარანტიისთვის იქნება შექმნილი.

„სტრატეგია აღმაშენებლისა" და „ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანებამ უფრო ხმაურიანი დაშლა გამოიწვია, ვიდრე ეფექტური გაერთიანება. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ აქტორებს, პარტიების გაერთიანება დღის წესრიგში დგას, მაგრამ ძნელია პროგნოზი თუ ვინ ვისთან გაერთიანდება. პირდაპირი მექანიკური გაერთიანება, ხშირ შემთხვევაში საარჩევნო არითმეტიკას ეწინააღმდეგება. რომელიმე ერთი პარტია თვლის, რომ მას გამსვლელ საარჩევნო სიაში მეტი ადგილი ეკუთვნის, ვიდრე გაერთიანების მსურველ რომელიმე სხვა პარტიას. არის კიდევ ერთი წინააღმდეგობა - თუ რამდენად თავსებადი არიან ამ გაერთიანების ლიდერები ერთმანეთთან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პოზიტიურო დღის წესრიგი ვერ შექმნა. ყველას დღის წესრიგი აწყობილია ერთ რამეზე - მოდით, ქვეყანა მაქსიმალურად დავაზიანოთ, დაზიანებული ქვეყანა მმართველი პარტიით უკმაყოფილო იქნება და ამით მმართველი პარტიის ჩანაცვლებასა და ხელისუფლებაში მოსვლას მოვახერხებთ. როდესაც ოპოზიციური პარტიების ძირითად ნაწილს ასეთი შინაგანი პოლიტიკური განწყობა და დღის წესრიგი აქვთ, ეს მათი გამაერთიანებელი ფაქტორი ვერ იქნება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა