მაკრონმა ორბანი უკრაინის საკითხის განსახილველად პარიზში მიიწვია

მაკრონმა ორბანი უკრაინის საკითხის განსახილველად პარიზში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დარწმუნება შეიძლება, რათა მან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს.

„ეს არის წმინდა ტაქტიკური მომენტი, ამიტომ არის გარკვეული ოპტიმიზმი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განუცხადა Politico-ს ოფიციალურმა წყარომ.

მაკრონსა და ორბანს შორის შესაძლო შეხვედრა პარიზში, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო