Первый отдел - საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

იურისტთა და უფლებადამცველთა ღია საზოგადოების, Первый отдел-ის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი, რაფაილ შეპელევი ნიჟნი ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ შეპელევს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რაც თავისუფლების 10-დან 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს, და ტერორიზმის გამართლება, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შეპელევი რუსეთის უშიშროების ძალების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ის თბილისიდან ცხინვალის რეგიონში მოტყუებით გადაიყვანეს, იქ დააკავეს, ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, რა დროსაც ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეზე და აღკვეთის ღონისძიება შეუფარდეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების ადგილზე, ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნეს“, - აცხადებენ Первый отдел-ის უფლებადამცველები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო