„საქართველოს ბანკისა“ და სასკოლო ლიგის ერთობლივი პროექტი ახალგაზრდებისთვის დაიწყო

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ლიგა გაიმართება.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში სპორტული ტურნირები ჩატარდება, რომელშიც მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის 15 სახეობაში შეეჯიბრებიან. მათ შორის: მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა.

სასკოლო ლიგის შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, ქუთაისში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში გაიმართება.

ლიგაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ სპორტის მასწავლებელს, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციის გავლასა და ტურნირისთვის მომზადებაში.

სასკოლო ლიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

„ჩვენი მიზანია სპორტით რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს, აირჩიოს ცხოვრების სწორი გზა. „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობა მომავალშიც ბევრ წარმატებას გვპირდება. ვიმედოვნებთ, რომ მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ სიახლესა და შესაძლებლობას შევთავაზებთ, წავახალისებთ, რომ იაქტიურონ და განავითარონ საკუთარი უნარები. ჩვენი დიდი სურვილია, მომავალში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ და დავაინტერესოთ ახალგაზრდები სპორტის იმ სახეობებით, რომლებსაც ჯერჯერობით საქართველო სათანადოდ ვერ წარადგენს მსოფლიო ჩემპიონატზე. გვჯერა, რომ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზებენ, მაგრამ მათ ამისთვის შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ“, - განაცხადა სასკოლო ლიგის ადმინისტრატორმა, როინ რაზმაძემ.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, სასკოლო ლიგასთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას.

„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. ამიტომ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მათთვის შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარებისთვის საჭირო ინიციატივების განხორციელებას. მათ შორის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით. სასკოლო ლიგასთან ჩვენი თანამშრომლობაც ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, მოვახდინოთ მათი მოტივაცია, და ვუბიძგოთ მუდმივი განვითარებისკენ. გვჯერა, რომ ეს დაეხმარება მათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ლიგა მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას ექნება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საკუთარი თავის გამოვლენის და უნარების განვითარების შესაძლებლობა“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება