იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეები, ზოგიერთი წევრის პოზიციის მიუხედავად, უკრაინისთვის არსებითი მხარდაჭერის აღმოჩენას გააგრძელებენ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ნიდერლანდების ახალი პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, ალიანსის მოკავშირეები უკრაინის დახმარებას განაგრძობენ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უკრაინას დახმარება თანდათან ნელდება, იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთი, ნიდერლანდები და უნგრეთი თავიანთ რიტორიკას ცვლიან, სტოლტენბერგმა უპასუხა:

„ჩვენ ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია დახმარება. დავაკვირდი, რომ დახმარება უნდა გაიზარდოს და უნდა გაიზარდოს უზრუნველყოფის ტემპიც. ის ფაქტი, რომ ნატო-ს წევრები უზრუნველყოფენ მოწინავე რაკეტების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, თანამედროვე საბრძოლო ტანკების მიწოდებას - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი თანამედროვე დახმარების მაგალითებია. დახმარებას ვუწევთ უკრაინას, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის არსებითი მხარდაჭერის აღმოჩენას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მოკავშირეები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც აჩვენებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო