შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძემ BAG-ის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრეს ღირებულებებს, უწყების გამჭვირვალობა და ბიზნესთან მჭიდრო პარტნიორობა წარმოადგენს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, რომელსაც საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კიაზო ახალაია და ელგუჯა ბერანძე, ასევე ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის კომიტეტებისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

„ერთ-ერთი სიახლე, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ არის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსი, რომელიც კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, ხოლო ტვირთის გაფორმების პროცედურები მათ მიმართ პრიორიტეტული წესით შესრულდება. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ 2024 წლიდან, უწყებაში იგეგმება ,,ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში (საერთო ჯამში 36 ქვეყანა), რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას. ამ და კიდევ სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, აქტიური დიალოგის რეჟიმში ვართ ბიზნესთან“, - განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.

დასასრულს, ვლადიმერ ხუნდაძემ შემოსავლების სამსახურის სახელით კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას