ნიკოლოზ სამხარაძე - ბრიუსელში მონაწილეობას მივიღებთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, სადაც საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას 2023 წელს ჰქონდა

მონაწილეობას მივიღებთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, სადაც საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას 2023 წელს ჰქონდა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრების დროს საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

„ელჩებთან საუბარი იქნება მომავალ გაფართოებაზე, ასევე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და პარტნიორი ქვეყნების ხედვას მოვისმენთ, ისინი თუ როგორ ხედავენ ნატო-ს სამომავლო გაფართოებას და როდის ივარაუდება ნატო-ს გაფართოება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მძიმე ვითარება არსებობს და სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ მოხდა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა. ასევე, ხდება გატაცებები. ჩვენი საუბრის თემა ეს საკითხები იქნება. ზოგადად, ასევე, რუსეთიდან მომავალი საფრთხეები,” - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა