ირაკლი ბერაია - პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ასევე, ორი დღის განმავლობაში გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს ნატო-ს შტაბ-ბინაში

ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი ვიზიტი, კიდევ ერთხელ, ადასტურებს საქართველო - ნატო-ს შორის არსებულ ურთიერთობებსა და ყოვლისმომცველ ხასიათს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია ბუქარესტის სამიტზე და ვერცერთი მესამე სახელმწიფო ამ პროცესს ვეტოს ვერ დაადებს.

მისი თქმით, ევროპის დედაქალაქებში საქართველოს უყურებენ და განიხილავენ, როგორც ნატო-ს მომავალ წევრ სახელმწიფოს.

,,პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ასევე, ორი დღის განმავლობაში გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს ნატო-ს შტაბ-ბინაში. შეხვედრა გაიმართება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან და ელჩებთან. ევროპის დედაქალაქებში საქართველოს უყურებენ და განიხილავენ, როგორც ნატო-ს მომავალ წევრ სახელმწიფოს. ქართული დელეგაციის მხრიდან მთავარი სასაუბრო იქნება - რეგიონალური უსაფრთხოების გარემო, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, პროგრესი და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გადაუდებელი საჭიროება. საქართველო ღირსეულად ინაწილებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ტვირთს და მზად არის, ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ევროატლანტიკური უსაფრთხოება წარმოუდგენელი და მიუღწეველია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გარეშე. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე და ყველა სამიტი ამ გადაწყვეტილებას იმეორებს. ამას ვერცერთი მესამე სახელმწიფო ვეტოს ვერ დაადებს. ჩვენ ამ მიდგომის პრაქტიკაში იმპლემენტაცია გვინდა,” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო