­გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით ტრასეკას ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით, თბილისში, 5 დეკემბერს, ტრასეკას ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) სამდივნოს ორგანიზებით ჩატარდა.

სხდომის ფარგლებში, ტრასეკას წევრი ქვეყნების დელეგაციებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხებისა, მათ შორის ტრასეკას 2022 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობა და სამომავლო ნაბიჯები. წევრი ქვეყნების ეროვნული მდივნები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე.

„თავის გამოსვლაში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გურამ გურამიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ტრასეკას დერეფნის განვითარებაში და მის აქტიურ ჩართულობას ტრასეკას ფარგლებში მიმდინარე საპილოტე ინიციატივებსა და პროექტებში. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგ, მას შეეძლება მოემსახუროს ტრასეკას დერეფანში გამავალ ტვირთებს და ამით ხელი შეუწყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიფიკაციას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2023 წელს ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანაა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია