თინა ბოკუჩავა - ძალიან მალე საქართველოში იქნება გეოპოლიტიკური არჩევნები, სადაც საქართველომ უნდა აირჩიოს ევროპული, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, სადაც უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი

ძალიან მალე საქართველოში იქნება გეოპოლიტიკური არჩევნები, სადაც საქართველომ უნდა აირჩიოს ევროპული, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, სადაც უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ამიტომ ჩვენი ყველა საერთაშორისო ვიზიტი ემსახურება იმას, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია ქართველი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის მხარდასაჭერად, - აცხადებს საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან.

„ამ წუთებში პარტიის ლიდერები ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმში იღებენ მონაწილეობას. ფორუმს ასევე ესწრება პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე შეხვდა IDU-ს პრეზიდენტს სტეფან ჰარპერს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის ყოველწლიური შეხვედრა არის მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დემოკრატიული ძალისთვის. წარმოდგენილია 80 პოლიტიკური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში დავამარცხოთ ავტოკრატიული რეჟიმი და აქ ერთ-ერთი მთავარი დისკუსიის თემა არის სწორედ ეს. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სენატორებთან, კონგრესმენებთან და სხვა ქვეყნების ლიდერებთან, რადგან ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ძალიან მალე საქართველოში იქნება გეოპოლიტიკური არჩევნები, სადაც საქართველომ უნდა აირჩიოს ევროპული, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, სადაც უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ამიტომ ჩვენი ყველა საერთაშორისო ვიზიტი ემსახურება იმას, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია ქართველი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის მხარდასაჭერად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება