„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, ვირტუალურ შეხვედრას იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა გაუძღვება და უკრაინის პრეზიდენტი პირველ ნაწილს შეუერთდება.

უკრაინის საკითხის გარდა, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ახლო აღმოსავლეთის, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ისაუბრებენ.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა