ლევან ხაბეიშვილი - ქართველ ხალხს აშშ-სგან სრული მხარდაჭერა აქვს - გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს, პარტნიორებს შევიძენთ და რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს დავამარცხებთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები, საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე ვაშინგტონში ვიზიტს აგრძელებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს და სენატორ, კევინ კრამერს შეხვდნენ.

„გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით ამერიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრის დროს გავუზიარეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის პრობლემები, რომელიც რუსულ რეჟიმს, ოლიგარქიულ მმართველობას უკავშირდება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთობა არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ბევრი პარტნიორი გვჭირდება, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გარდა. ვაშინგტონში ჩვენ შევხვდით სენატორ კრამერს. უმნიშვნელოვანესია, საქართველოს მოქალაქეს ესმოდეს, რომ აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საკეთილდღეოდ გავიმარჯვებთ. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, ვიშრომებთ, ვიბრძოლებთ, ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს, ძალიან ბევრ პარტნიორს შევიძენთ და საბოლოოდ, რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს დავამარცხებთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა