აშშ-მა და შვედეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-მა და შვედეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„შვედეთი არის ძლიერი, ქმედუნარიანი თავდაცვის პარტნიორი, რომელიც ნატო-ს ღირებულებებს მხარს უჭერს და ალიანსს გაწევრიანების დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერებს. შვედეთის წევრობა ჩვენს კოლექტიურ თავდაცვასა და ევროატლანტიკურ ზონაში უსაფრთხოების გამოწვევებზე პასუხის უნარს გააძლიერებს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების სწრაფად დასრულების მოლოდინი აქვს, მაგრამ უჭირს ზუსტად დაასახელოს ის თარიღი, თუ როდის აუნთებენ შვედეთს მწვანე შუქს თურქეთი და უნგრეთი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია