ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რეგიონში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რეგიონში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

როგორც ქარქაშაძემ აღნიშნა, აეროპორტს საკმაოდ ორიგინალური, ავიაციაზე ორიენტირებული და სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე კვების ობიექტი შეემატა.

მისივე თქმით, AIR FOOD-თან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადგილობრივი მეწარმეების წახალისება, მათი მხარდაჭერა და ცნობადობის გაზრდაა.

„კიდევ უფრო მეტად გვახარებს, ის ფაქტი, რომ ახალი, კონცეპტუალური კვების ობიექტი ადგილობრივია. კონცეფცია 3 მიმართულებას აერთიანებს და რაც მთავარია, არის ქართული, ადგილობრივი ბრენდი და ასევე, ადგილობრივი მეწარმეების და მცირე მარნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩვენ ხელს ვუწყობთ აეროპორტში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რაც მთავარია, ვაგრძელებთ ვიყოთ რეგიონის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი“,-ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა.

მათივე ცნობით, AIR FOOD პირველი ადგილობრივი ბიზნესია, რომელმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება დაიწყო.

ქუთაისის აეროპორტში AIR FOOD-ის კონცეპტუალურ სივრცეში ამ ეტაპზე, 15 ადამიანია დასაქმებული.

კვების ახალ კონცეპტუალურ სივრცეს სხვა ობიექტებისგან გამოარჩევს მისი ვიზუალური მხარე, რომელიც ავიაციასთან დაკავშირებული დეტალებითაა შეფუთული და შესაბამის პირველად შთაბეჭდილებას ახდენს აეროპორტის მგზავრებზე.

„ჩვენს აეროპორტს საშუალოდ ყოველდღიურად, 4500 მგზავრი სტუმრობს. წლის ბოლომდე კი მილიონ 7000 მდე მგზავრი გვეყოლება. ეს რიცხვი მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები გვემატება. ინტერესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართ მზარდია და შესაბამისად აუცილებელია, რომ ინფრასტრუქტურა და სერვისი იყოს მაღალი სტანდარტის, რასაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად აეროპორტის მგზავრებს შევთავაზებთ”, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი.

AIR FOOD ერთ კონცეპტუალურ სივრცეში აეროპორტის მგზავრებს 3 ტიპის მომსახურებას სთავაზობს: ბარის ტიპის მომსახურებას, სადაც წარმოდგენილია კოქტეილები, ადგილობრივი წარმოების პრემიუმ ხაზის ალკოჰოლური სასმელები, სწრაფი კვების ობიექტს, სადაც იყიდება Food box- ები ე.წ. take away მომსახურებით და შესაძლებელია მგზავრმა გაფრენისას თან წაიღოს, ასევე AIR FOOD-ის მომხმარებელს საშუალება აქვს სხვადასხვა ტიპის სენდვიჩები, ჰოთ დოგები და გამომცხვარი პროდუქტების ნაირსახეობა დააგემოვნოს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა