აშშ-მა დასავლეთ ნაპირზე ძალადობაში მონაწილე ისრაელის მოქალაქეებზე სავიზო შეზღუდვები დააწესა

აშშ-მა დასავლეთ ნაპირზე ძალადობაში მონაწილე ისრაელის მოქალაქეებზე სავიზო შეზღუდვები დააწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„შეზღუდვები გავრცელდება პიროვნებებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, დასავლეთ ნაპირზე მშვიდობის, უსაფრთხოების ან სტაბილურობის შელახვაში მონაწილეობენ, მათ შორის, ძალადობის ან სხვა ქმედებების განხორციელების გზით, რომლებიც მოსახლეობის ძირითად სერვისებსა და საჭიროებებზე ხელმისაწვდომობას ზღუდავენ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც შეზღუდვები შეეხოთ და აშშ-ის ვიზები აქვთ, ვიზების გაუქმების შესახებ ინფორმაცია გადაეცემათ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების წინააღმდეგ ახალმოსახლეების ექსტრემისტული ძალადობის შესაჩერებლად მეტი უნდა გააკეთონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია