საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო ბაზარს, ხოლო მეორე შემთხვევაში სამშენებლო-დეველოპერულ სექტორს.

„სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „რეპსოლი“ საავტომობილო საწვავით ვაჭრობის ბაზარზე მოქმედებს, ხოლო შპს „იბერკომპანი“ ავტოგასამართი სადგურების ოპერირებისა და იჯარით გაცემის ბაზარზე. ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2022 წელს შეადგინა 1 311 160 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 487, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1250, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=949.7, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ შპს „რეპსოლის“ მიერ შპს „იბერკომპანის“ საკუთრებაში არსებულ 4 ავტოგასამართ სადგურზე კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

რაც შეეხება მეორე კონცენტრაციას - შპს „მნკორპი“ ფეროშენადნობთა რეალიზაციის სფეროში ოპერირებს, ხოლო შპს „ლექსველი“ სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში. სააგენტოს მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარზე 2022 წლის ბრუნვის მოცულობამ 8 084 435 501 ლარი შეადგენა, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=63.96, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მნკორპი“ კონცენტრაციის განხორციელებამდე არ მოქმედებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად ადგილი არ ექნება კონცენტრაციის - HHI ინდექსის ცვლილებას.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კონცენტრაციები ეფექტიან კონკურენციას არსებითად არ ზღუდავს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

2023 წლის 9 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 22 459 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. დღეის მდგომარეობით, სააგენტომ 8 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა