„თბილსერვისის ჯგუფის“ ხელმძღვანელი - დედაქალაქის, ცენტრალური გამზირისთვის შეძენილია ახალი ილუმინაციები, განათებები

შპს „თბილსერვისის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას განცხადებით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ძირითად ქუჩებზე, გამზირებზე უკვე დასრულებულია, თუმცა დარჩენილია ცენტრალური გამზირი, რომელიც 10 დეკემბრისთვის დასრულდება.

მისივე თქმით, დედაქალაქის, ცენტრალური გამზირისთვის შეძენილია ახალი ილუმინაციები და განათებები.

„თბილსერვისის“ ჯგუფის მიერ ხორციელდება საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე ნოემბრის ბოლოდან. ძირითადი ქუჩები, გამზირები უკვე დასრულებულია, თუმცა დარჩენილია ცენტრალური გამზირი, რომელიც 15-ში უნდა აინთოს, როგორც მთელი თბილისი. ეს პროცესი დასრულდება 10 დეკემბრისთვის. ასევე, დარჩენილია სკვერები, სხვადასხვა რეკრეაციული ადგილების გასანათებელი მოწყობილობების და ილუმინაციების მონტაჟი. დედაქალაქის, ცენტრალური გამზირისთვის შეძენილია ახალი ილუმინაციები, განათებები. ასევე, გვექნება ახალი ნაძვის ხე, რომლის ანთების ცერემონია 15 დეკემბერს იქნება, ამასთან, თბილისი სრულად 15 დეკემბერს განათდება. ჩვენ ახალი ილუმინაციები შევიძინეთ, რომელიც განთავსდება, როგორც პირველად, მეორადი კატეგორიის ვიწრო ქუჩებზე, ისე ცენტრალურ გამზირებზე“, - განაცხადა ფაჩულიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე