პაატა მანჯგალაძე - არ გამოვრიცხავ სალომე ზურაბიშვილი ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლაც ჰქონდეს სურვილი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების

არ გამოვრიცხავ სალომე ზურაბიშვილი ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლაც ჰქონდეს სურვილი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ დიდი ალბათობით არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.

მანჯგალაძის თქმით, შესაძლოა, ზურაბიშვილი გაზაფხულს დაელოდოს და შემდეგ მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

"ვარსკვლავთმრიცხველობა პოლიტიკაში კარგი საქმე არ არის. შეიძლება გარკვეული ვარაუდები ჩვენ გვქონდეს კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორ იქნება და რა იქნება მტკიცებით საუბარი არასწორია. სალომე ზურაბიშვილს ერთ რამ უნდა დავუფასოთ, რომ არ აჰყვა "ქართული ოცნების" ანტიქართულ რიტორიკას, ეს არის დასანახი, დანარჩენი საკუთარ გეგმებზე მან უნდა ისაუბროს. ჩვენ არ ვესხმით თავს ადამიანებს, რომლებიც პროდასავლური განწყობის გაძლიერებას ცდილობენ და ამ რიგში მოვიაზრებთ სალომე ზურაბიშვილს. ვცდილობთ ასევე თავს არ დავესხათ ოპოზიციონერებს, რადგან კობახიძე არ მალავს, რომ რაც უფრო მეტი დაძაბულობაა ოპოზიციაში, მათ ინტერესშია და კარგია. პრეზიდენტს რაც შეეხება, ალბათ გაზაფხულს დაელოდება, როცა მოხდება რეიტინგების გაზომვა, მათ შორის მისი გავლენის პოლიტიკურ პროცესზე და მიიღებს გადაწყვეტილებას. მითუმეტეს საპრეზიდენტო ვადა გასდის, თან ხან "კოჭლ იხვს" ეძახიან, ხან რას და იცით, რომ პრეზიდენტის ფუნქციები ამ ქვეყანაში დიდი არ არის, ამიტომ არ გამოვრიცხავ ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლაც ჰქონდეს სურვილი ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე