ნათია თურნავა - მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარი საზომი არის ფასების სტაბილურობა და ვფიქრობთ, რომ ჩვენ, ისევე როგორც მთავრობამ, ამ შედეგს მივაღწიეთ

მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარი საზომი არის ფასების სტაბილურობა და ვფიქრობთ, რომ ჩვენ, ისევე როგორც მთავრობამ, ამ შედეგს მივაღწიეთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა.

მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკა სრულიად დამოუკიდებელი და ასევე, ეფექტური და შედეგიანია.

„ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არის გარანტირებული კონსტიტუციით, მისი 68-ე მუხლით. გარანტირებულია ორგანული კანონით „ეროვნული ბანკის შესახებ“. ჩვენი მონეტარული პოლიტიკა არის სრულიად დამოუკიდებელი და საკმაოდ ეფექტური და შედეგიანი. ჩვენი მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარი საზომი არის ფასების სტაბილურობა და ვფიქრობთ, რომ ჩვენ, ისევე როგორც მთავრობამ, გატარებული პოლიტიკის შედეგად, ამ შედეგს მივაღწიეთ,“ - განაცხადა თურნავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია