ენტონი ბლინკენსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ენტონი ბლინკენსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სატელეფონო საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ ორი სახელმწიფოს ურთიერთობისა და ღაზას სექტორში მიმდინარე კრიზისის შესახებ ისაუბრეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ განაცხადა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის ჯანსაღი, სტაბილური და მდგრადი ურთიერთობები მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.

ბლინკენი და ვანგ იი შეთანხმდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ კომუნიკაციას გააგრძელებენ.

„ყველა მხარის ვალდებულებას წარმოადგენს ის, რომ კონფლიქტის გავრცელება არ მოხდეს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

„უმთავრესი პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტა და ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაა“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე